სამაგისტრო პროგრამის დასახელება: მედიის კვლევები
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდგომ: მედიის კვლევების მაგისტრი / Master of Media Studies
პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდგომ: კვლევის მაგისტრი მედიის კვლევებში / Master of Research in Media Studies
დადგენილების ნომერი: №44/2026 (დანართი №45)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მანანა შამილიშვილი; ასოცირებული პროფესორი მარი წერეთელი
სწავლების ენა: ქართული
საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან: 60 +60 კრედიტი (ECTS):
I ნაწილი: 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 45 კრედიტი (ECTS);
არჩევითისასწავლო კურსები: 10 კრედიტი (ECTS);
თავისუფალი სასწავლო კურსები: 5 კრედიტი (ECTS).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
II ნაწილი: 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 15 კრედიტი (ECTS);
არჩევითი სასწავლო კურსები: 10 კრედიტი (ECTS);
სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი (ECTS);
თავისუფალი სასწავლო კურსები: 5 კრედიტი (ECTS).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მისაღები საგამოცდო და გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
მედიის კვლევები - საგამოცდო საკითხები
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (I ნაწილი) მიზანია, მოამზადოს მედიის კვალიფიციური მკვლევარი, რომელიც: შეიძენს მულტიდისციპლინული და ინტერკულტურული კომუნიკაციების მოდელების კონტექსტურ, ღრმა და სისტემურ ცოდნას, რომლებიც მედიის განვითარებას, აუდიტორიაზე მის ზემოქმედებასა და უკუგებას განაპირობებს; სიღრმისეულად გაიაზრებს მედიის კლასიკურ კონცეფციებსა და უახლეს თეორიებს, განსაზღვრავს მის ადგილს არა მარტო მასობრივი კომუნიკაციის, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სისტემაში; კრიტიკულად გაიაზრებს მედიის როლსა და კავშირს საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესთან, მის წვლილს საზოგადოებისა და კულტურის ტრანსფორმაციაში;
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (II ნაწილი) მიზანია: პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვით დაგეგმავს, განახორციელებს და არგუმენტირებულად წარადგენს საკუთარი კვლევის შედეგებს, შესაბამისი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, აკადემიური და ფართო საზოგადოების წინაშე.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველ ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და ქვემოთ ჩამოთვლილი გამოცდების საფუძველზე:
- წერითი გამოცდა სპეციალობაში;
- გამოცდა ინგლისური ენაში (B2 დონე)/შესაბამისი სერტიფიკატი თსუ ენების ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად;
- გასაუბრება მიმღებ კომისიასთან; საბოლოო რანჟირებული ქულა გამოითვლება შემდეგნაირად:
- წერითი გამოცდა სპეციალობაში - 60 ქულა - მინიმალური 51 ქულა;
- ზეპირი გასაუბრება სპეციალობაში - 20 ქულა;
- ინგლისური ენის გამოცდა/სერთიფიკატი - 20 ქულა.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს მედიის კვლევების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს (პროგრამის პირველი ნაწილის დასრულებით). ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებული:
- ცოდნა და გაცნობიერება: 1.1 აღწერს და სისტემურად განმარტავს მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის თანამედროვე თეორიებსა და კვლევის მეთოდებს, მათი განვითარების ისტორიას; 1.2 აცნობიერებს და არგუმენტირებულად ასაბუთებს მასკომუნიკაციის მკვლევრის როლსა და მნიშვნელობას დემოკრატიული, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.
- უნარები: 2.1 ღრმად და კომპლექსურად აანალიზებს დარგის პრობლემატიკას, მართებულად და დამოუკიდებლად აგებს კვლევის კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ ჩარჩოს; 2.2 პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვით აგროვებს რეპრეზენტატულ ან/და სიღრმისეულ მონაცემებს; 2.3 შესაბამისი კვლევის ტექნიკებისა და კონტექსტური ცოდნის გამოყენებით აანალიზებს და აფასებს არსებულ მედიაგარემოს, გამოაქვს დასაბუთებული დასკვნები; 2.4 აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით ამზადებს აკადემიური დარგის შესაბამის კვლევით ნაშრომს; 2.5 არგუმენტირებულად მსჯელობს მედიაინსტიტუციათა ფუნქციონირების სტანდარტების შესახებ და მათით ხელმძღვანელობს საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას; 2.6 პროფესიულ დონეზე იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს სამეცნიერო კვლევისა და მისი შედეგების კომუნიკაციისთვის.
- პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 3.1 საკუთარი კვლევის შედეგებით ხელს უწყობს მედიაგრემოს განვითარებასა და მედიაკლიმატის გაუმჯობესებას როგორც ლოკალურ, ისე რეგიონულ დონეზე.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებული:
ა) ცოდნა და გაცნობიერება: 1.1 აღწერს და სისტემურად განმარტავს მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის თანამედროვე თეორიებსა და კვლევის მეთოდებს, მათი განვითარების ისტორიას; 1.2 აცნობიერებს და არგუმენტირებულად ასაბუთებს მასკომუნიკაციის მკვლევრის როლსა და მნიშვნელობას დემოკრატიული, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.
ბ) უნარი: 2.1 ღრმად და კომპლექსურად აანალიზებს დარგის პრობლემატიკას, მართებულად და დამოუკიდებლად აგებს კვლევის კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ ჩარჩოს; 2.2 პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვით აგროვებს რეპრეზენტატულ ან/და სიღრმისეულ მონაცემებს; 2.3 შესაბამისი კვლევის ტექნიკებისა და კონტექსტური ცოდნის გამოყენებით აანალიზებს და აფასებს არსებულ მედიაგარემოს, გამოაქვს დასაბუთებული დასკვნები; 2.4 აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით ამზადებს აკადემიური დარგის შესაბამის კვლევით ნაშრომს; 2.5 არგუმენტირებულად მსჯელობს მედიაინსტიტუციათა ფუნქციონირების სტანდარტების შესახებ და მათით ხელმძღვანელობს საკუთარი განხორციელებისას; 2.6 პროფესიულ დონეზე იყენებს საქმიანობის საინფორმაციო ტექნოლოგიებს სამეცნიერო კვლევისა და მისი შედეგების კომუნიკაციისთვის.
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: საკუთარი კვლევის შედეგებით ხელს უწყობს მედიაგრემოს განვითარებასა და მედიაკლიმატის გაუმჯობესებას როგორც ლოკალურ ისე, რეგიონულ დონეზე.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის „მედიის კვლევების“ პირველი ნაწილის კურსდამთავრებულს შეუძლია შრომითი საქმიანობის დაწყება შემდეგ ორგანიზაციებში:
ყველა სახის მედია და საინფორმაციო სამსახური; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები; არასამთავრობო ორგანიზაციები; საჯარო სექტორი; სარეკლამო სააგენტოები და მედიამონიტორინგის კომპანიები.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის „მედიის კვლევების“ მეორე ნაწილის კურსდამთავრებულს შეუძლია შრომითი საქმიანობის დაწყება შემდეგ ორგანიზაციებში: მედიისა და კომუნიკაციების კვლევითი ორგანიზაციები; ანალიტიკურ–საკონსულტაციო სააგენტოები; არასამთავრობო ორგანიზაციები; საჯარო სექტორი.